აღარ მოხვიდე! ტყდება ზამთარი, სარკმელი ისევ ჩუმად იღება... ჩაჟამდა ჟამი! შეცბა ფითრი და ლოდინი ლურჯად ჩამოიღება. ფერთა გამაში ჭარბობს ოცნება! ახლა რომ მართლა გიხილო ჩემში აღარაფერი გამეოცება! ცრუ სიახლოვე მაწევს ლოდებად! ლოდებსაც ცივი ფირუზი ამკობს - მე ლოდინი თუ დამელოდება. გარინდებული, ისევ უჩუმრად. განცდა ვარ შენი, ტკივილთტკივილი, სხვა ტკივილამდე რომ გაყუჩულა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |