თავს ვღალატობ, განა სხვას, სხვასთან რა მაქვს სადავო. მიტომ მეუბნებიან - შენ სად, ჭკუა სადაო?! სხვასთან რა მაქვს სამეტო? ვერ ვახერხებ, საკუთარ ზრახვებს გადავამეტო. ჩაგუბული ბატები - სიმართლესაც აქვს,ზოგჯერ, ჭრელი დანამატები. არ აკლდება შევსება! თვალს რად ვითხრი, ნეტავი? თვალი ისეც მევსება! გადაზურნულ გონებას, გამოთხრილი თვალები ვითომ მოეგონება? |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე კაკიტაძის პოეზია |