კონცერტი მი-მინორი
მე მეკუთვნოდი, გაქრობამდე მე მეკუთვნოდი, შენ, იდუმალთან ზიარების ძვირფასო წამო!.. გაღვიძებული ანგელოსის თეთრი მუხლები აფრიალებდა იისფერი ხავერდის სამოსს... როგორ მივქროდი, იყო გასული წელი ათასი. და მე მივქროდი, ვარსკვლავების გასწვრივ მივქროდი, ტკბილი ნაღველით შერხეული სულის კადანსით. უხორცო, მდუმარების ერთგული პირმშო და ასტრალური იმპერიის ერთი ნამცეცი, მივქროდი ციურ გზაჯვარედინზე უთანხმოება გამქრალიყო სულის ამწეწი. არ იყო მხოლოდ, არც ფუსფუსი, არც შეხვედრები, არც უწესრიგოდ თავმოყრილი მოგონებები, არც სახეები გატანჯული ჩუმი ვედრებით. აღარც წამება ოქროს ღვთაებით, მიწიერით, ამაოებით, მე ბედნიერი, ვარსკვლავების გასწვრივ მივქროდი, მარადისობის ოცნებებით ნასაზრდოები. მე მეკუთვნოდი გაქრობამდე ყველა რეგისტრით, მე მეკუთვნოდი შენს წინაშე თავის დახრისთვის და შენს წინაშე მუხლმოდრეკისთვის!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გივი გეგეჭკორი პოეზია |