კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 06:12

 

 

 

როცა უჩემოდ იქნები,

ვით მუზეუმის მცველი,

ავეჯს დაივლი, ჩვრიანი

რომ გადაუსვა ხელი.

ჩემს მაგიდასთან დაჯდები

და წიგნს დაადებ ნიკაპს,

იფიქრებ: როდის ვიყავი

თუკი საერთოდ ვიყავ...

ჩაიცვამ, გარეთ გამოხვალ

აყვავებული თავშლით,

კარებთან დიდხანს დადგები,

ქოლგას წვალებით გაშლი.

და გაფრინდები ნელ-ნელა,

კაბის შრიალს და ლივლივს

მაღლა და მაღლა აჰყვები

და ვარსკვლავებზე ივლი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ