კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024 08:04

 

 

 

შენ ვერ გაგთქვამენ შენი თვალები,

შინაგან ბრძოლას სიმშვიდით ნიღბავ,

მხოლოდ მე ვიცი, რაც იმალება

მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა!..

შენ გეშინია საკუთარ გრძნობის,

შენი მუხლების, მხრების, ფეხების,

ჯერ არ განცდილი თვლემის დათრობის,

თრთოლვის, სურვილის, ხელის შეხების...

გსურს მომიშორო შენივ ხელებით

და გეშინია, რომ შორს შესტოპე,

გულს ვერ იჩერებ აფართხალებულს,

თრთოლვა გიბერავს ფერმკრთალ ნესტოებს...

სახეს მარიდებ, იხრები გვერდზე

და თითქოს სადღაც გადაიწიე,

შენში სურვილი გონებას ებრძვის

და მიწიერი - არამიწიერს.

რასაც გუმანით გრძნობდი ადრევე

მკერდით, სიცილით, მთებით, კორდებით,

ახლა შენს სულში იბინადრებენ

სხვა სიმღერებით, სხვა აკორდებით.

და იღებ, როგორც შიშის საზღაურს,

თავდავიწყებას, ალერსს და თრთოლვას,

თავშეკავების ქრება საზღვარი

და რჩება მხოლოდ უსაზღვრო ლტოლვა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - გივი გეგეჭკორი  • • •   გივი გეგეჭკორი პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ