მაინც გითრთის ხელები, კედელს მიეყუდები გაოფლილი ზურგით, ვერ ასრულებ ღირსებით იმას, რასაც გავალებს შენი დრამატურგი. კაბინეტში ნებივრად გადაწოლილ ბულდოგს, ის კი ზედ არ გიყურებს და თავიდან გიშორებს, როგორც ზამთრის სურდოს. მიაბიჯებ უაზროდ... გახურებულ ტვინში ელვასავით იჭრება პულოვერის მკერდი და ქალიშვილის ჯინსი. ვით მანქანის მინაში ისე აირეკლე იმის ცისფერ თვალებში... იცინის და მიირთმევს შოკოლადის ეკლერს. უცებ გამდიდრებული ქუჩებსა და აბრებს ახლა ღიმით აწყდება... სიხარული ტკივილებს თუ არ ათანაბრებს. შენ კი უნდა ბოლომდე მიიყვანო როლი, სანამ უცებ გაქრები ისე, როგორც ენის ქვეშ ქრება ვალიდოლი... გულგრილობას იმგვარად უნდა შეერკინო, როგორც ებრძვის ზამთარში მეეზოვე წერაქვით ტროტუარის ყინულს... არის თავსმოხვეული, ცდილობს დაქსაქსული და დომინოს ქვასავით გაყოფილი შუაზე, შეერთებას სული... გაზაფხული, ზაფხული ანდა შემოდგომა, თითქოს ქალი სარკის წინ დგას და კაბებს იზომებს და არა აქვს ზომა არის დაულეველი გარდერობი მისი, ყველა კაბა უხდება, მაგრამ მალე იშორებს და საწოლზე ისვრის... ტანჯვისა და ღიმილის უღირსი და ღირსი, ისე შეუმჩნეველი, როგორც ბოძზე ნათურა ანთებული დღისით... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |