კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:05

 

 

 

ცხოვრება მიწყობს

ათასგვარ ფინტებს:

ხან დარდში მიწოვს,

ხან ვნებას მინთებს.

განვლილი წლების

მიგზავნის ქვითრებს,

ყოველდღე მწველის,

ყოველდღე მითრევს.

ცხოვრება თითქოს,

პატრონი დუქნის,

ჩემს თუმანს ითხოვს,

მე შაურს მჩუქნის.

ზოგჯერ კი, უცებ,

მიბოძებს ხალისს

- დროსავით უცვეთ

სიყვარულს ქალის.

წამართმევს, მაძლევს...

და ასე მუდამ.

ცოდვა ხან დამძლევს,

ხანაც კი ვგუდავ.

მე ერთს ვთხოვ რამეს,

ცხოვრებას ჩემსას:

ნუ ზოგავს წამებს,

ბოლომდე შემსვას...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ