კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:33

 

 

 

კაკუნი… - ვინ არის???

მემგონი არ გიცნობთ

წვეთი ვარ მდინარის, ახლავე განგივრცობთ...

მოვძრავდი, მივძრავდი

ოღონდ თქვენ მიბრძანდით,

ოღონდ დამიწყნარდით და არ გამიბრაზდეთ,

აღარ შემიძლია თქვენით მე რომ ვთვრები,

დაშლილი ღვიძლია თქვენდამი სტროფები,

თქვენდამი სტროფები, გულის შეფეთქება,

ტრფობით გავცოფდები, ცოფი შემერგება.

მიმამეთ, მიშვილეთ, თქვენი ვარ მოყვარე,

აი, მოგიშვირეთ მეორე ლოყა, მე,

დრო არის ფინალის -

თავიდან დავიწყოთ -

კაკუნი… ვინ არის?

ხომ ვთქვი, რომ არ გიცნობთ...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ