ღმერთს არ ცალია თავში რომ გვირტყას, რომ დაგვიმტკიცოს რა მართალია. გულმოწყალეა, დაგვიგდებს სიტყვას უცოდველობით გადამთვრალია. ჩვენგან რა მიდის, რა გვენაღვლება?! სხვისი ლურსმნები რატომ შევირჭოთ?! უკვე შეირჭო ცოდვის ამღებმა. ვინ რას დაეძებს სულებს ნაქურდალს, მძიმე ყოფილა ჯვარი აღმართში მაგრამ მთის თავში, თურმე დახურავს. ღადავ-ღადავში, ღადავ-ღადავში… |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო გომელაურის პოეზია |