კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:27

 

 

 

ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა

და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს

სიჩუმე ხეთქავს ყური ბარაბანს,

მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს.

ტონით მონურით,

მონოტორულით,

მე მასწავლიდნენ - რა შემერგება...

ვუსმენდი ვთმობდი, -

თუმცა ვერ ვგრძნობდი...

ჯერ არ მყოფნიდა ალბათ შეგნება.

ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით,

სასუფეველში ადგილს იბევებს.

გამოზუთხული ხშირი პირჯვარით

ცოდვა არ იკლებს, ცოდვა იბევრებს.

ფარისეველი ტაძარს აშენებს,

ოქროს ათეთრებს, ოქროს აშვიდებს.

ეს, არ მგონია, მეც დამამშვენებს,

ეს, არ მგონია, მეც დამამშვიდებს.

როცა ასაკი დამინთებს სანთელს,

უსასრულობა გახსნის დარაბას,

ნეტავ, ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს,

ღმერთს თუ ბარაბას?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ