კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:27

 

 

 

მხოლოდ ერთი რამ გამაგებინე

(მინდა გავერკვე, მინდა მესმოდეს)

რატომ პასუხი არ მაგებინე,

მე და ჩემნაირ მცირე პერსონებს?..

გამაგებინე, რა დამიშავე

- მუდამ ამაოდ რატომ გახსენებ?..

თუნდაც თავიდან უცებ ვიშვა მე,

ვიცი, მაშინაც არ მოგასვენებ...

გამაგებინე, რად გიღირს რითმა?

ნუთუ ლექსისთვის აქ მომავლინე?

თუ ასე არის, მე მინდა გითხრა,

უპრინციპობა გამოავლინე.

გამაგებინე, ხუმრობის არსი

(ხუმრობის, ცოტა მეც გამეგება)...

შენს გვერდით მარჯვნივ რატომღა დამსვი?

- მე ხომ მარცხენა სვლა მეხერხება...

რით გამაოცე, რით გამაორე?

- ჯვარს და ჯავრიანს ნაბიჯი მიჯნავს.

გამაგებინე. ვიბნევი.... თორემ,

ჩემგან რა მიდის?! - მე ვიზამ პირჯვარს!...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ