წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო - შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!
არც იმ ჭკუაზე - ცოლ-შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია, თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ის შეახსენებს, რომ უკვე დიდია!
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში - ციცო ისეთია!
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო - შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |