კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:29

 

 

 

იყო ანთება, გზა, უცხოეთი

გადასახლება ჩემი ბრძანებით

გაგიჟებაში გავხდი პოეტი -

ცოდვების ბოდვით და მონანებით.

ადგნენ ქარები გრძელი ქუდებით,

(უდაბნოებში უფრო ხშირია...

მზის დაღამება და გამრუდება)

და გზები ასჯერ გადაირია.

მივყავდი ტალღებს გზა დაბუდრული - 

და მდევდა კვლავ თან ბედის მწერალი...

მიმაქანებდა როგორც შურდული

ფიქრი ღმერთებთან ნაქიმერალი:

გადავიფარე ბინდის ზეწარი,

ყოველი წუთით განცდა სხვაობდა

და დავსხლტი ისევ და უეცარი

ბედი ოხერი ამიჭაობდა.

...და ეხლა ჩემთვის არც უცხოეთი

სამშობლოც ჩემთვის ბნედას მოუნდა

უძილო ქართან ბოდავს პოეტი: 

- ღმერთი გაგიჟდა და გაკლოუნდა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ილო მოსაშვილი  • • •   ილო მოსაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ