კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:08

 

 

 

როცა სიცოცხლემ მოხურა კარი,

ისე ვიყავი ნაგვემი ქარით,

რომ გულს, ღმერთმანი აღარ 

უნდოდა

შემობრუნება ამ საწუთროსთან.

მაგრამ გამგებლის ნებით იქნება,

მოხდა განვლილის გადავიწყება

და მე წარსულის ჭუჭრუტანიდან

კვლავ დავინახე ლხინის მაგიდა,

მაგიდის თავში ლაღი თამადა

ოდესღაც გულზე რომ ითავადა

და წამომიძღვა ისევ ცდუნებად

ამ საწუთროში დასაბრუნებლად.... 

ღმერთო მაღალო, ეს შენი ნებით

შემომეხვივნენ ჩემი შვილებიც,

უფრო ძვირფასი რა მეგულება?

მარტო ეს ღირდა დასაბრუნებლად;

კიდევ აქა მყავს დედა მარიამ,

ვისი დანახვაც გულს უხარია,

და სიყვარულით მოუთენთავი -

კვლავაცთან მახლავს გული -

მფეთქავი...


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ