კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:42

 

 

 

მიწას ასკდება ლეგიონები,

რაღაც სიშმაგით და გაავებით

დგახარ სარკმელთან და ელოდები,

ეგებ, ეკვეთონ მომხდურთ ქარები.

ეგებ, გამოკრთეს სადღაც ცისკარი 

ჯოჯოხეთისგან ვერმოსყიდული,

ღვთით ბოძებული, ნასათუთარი 

ჩვენთვის აყვავდეს კვლავ, ცისკიდური?

ფარდას გადაწევ სარკმელზე ფრთხილად

და იმეორებ ლოცვას ჩურჩულით,

რომ არ შეაკრთო უეცრად დილა,

ეგებ აქ, სადღაც შემოხიზნული..


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ