კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:00

 

 

 

მცირე ნაფლეთი ცის,

გორაკის ნატეხი - მცირე,

მაინც არ ვკარგავ საოცრების

ხილვების იმედს...

ცისკენ მიილტვის საცოდავი

ჩემი საკანიც...

ვიცოდე მაინც, ოცნებების

ზღუდე სად არის!

მაცნეს მტრედებმა, ჩემგან

ცისკენ წარგზავნილებმა,

ქვეყნის მპყრობელის, მამა-ღმერთის

დადგენილება,

რომ ჩემს საშველად ანგელოზებს

აღარ სცალიათ.

თავს უშველეო, იჩქარეო

წასვლა, მარიამ!

წასვლაო? მაგრამ საით წასვლა,

ეს რომ არ ვიცი?

და მიპყრობს სევდა - ფიქრი მძიმე,

გაუსაძლისი.

ო, რომ შემეძლოს მათთან მისვლა,

მისვლა შვილებთან,

მე იმ შეხვედრის მოლოდინი

დამამშვიდებდა...

და ცას შევძახი თვალნათელს

და დაუსაბამოს:

„ყოვლისმხილველო, მაპოვნინე

მათი სამყარო!!!“


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ