გახსოვს? ფიჭვნარი, ხავსის ქეჩა, სხივების თქეში, ო! მე იმ განცდებს გამოვშორდი და ისევ ვნატრობ, ცისფერ ქოლგის ქვეშ, მოჩურჩულე ბუმბერაზ ტყეში, მთის დიდ კალთაზე, დიდ ფიჭვებში ვიყავით მარტო. ნაძვი - ფიქრებში გალურსული, დამძიმებული, პეპელას ფრენა, მოჩურჩულე ბალანთა ხვევნა და დილის ცვარი, ყვავილებზე დამძივებული. ჩვენი ხალისი წყაროს ჩქრიალს ეცილებოდა, ტყეს გავძახოდით, გვპასუხობდა ტყიანი მთები და ჩვენს სიცილზე - გულიანად ეცინებოდათ. გაიქროლებდა ძირს, შარაზე, ხმაურით ავტო, თითქოს ქვეყანა, სიშორიდან გამოგვძახებდა: „მე ყველგანა ვარ, არ გეგონოთ დაგტოვოთ მარტო“ სანამ ამ თვალებს არ ჩამიქრობს სიკვდილის ჩერო, დედა-სამშობლოს ხელს ვერ ახლებს მტრულად ვერავინ, ვერც თქვენს სიყვარულს ვერ წამართმევს, ძვირფასო ჩემო“... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიკა ბარათაშვილის პოეზია |