კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:11

 

 

 

შენზე ფიქრებში გაპარულა ღამე ცხრათვალა,

რომ დამცქეროდნენ - ის თვალები აღარ ანთია,

ზაფხულის ღამე, მოოქვრილი ღამე ჩამქრალა, -

და ვცნობ განთიადს.

და კიდევ სწყდება მოგონების ერთი ფოთოლი,

ძვირფასი განცდის - შეუძლიათ ფიქრებს შენახვა,

მივლულე თვალი, მიალერსებს ნიავი თრთოლვით,

იქნებ შენა ხარ?

ვჩურჩულებ, „ჩემო“!.. რომ შეეძლოს გაგება ნიავს,

სინაზით ქოჩორს აგივარცხნის ჩემი თითებით,

ვჩურჩულებ, „ჩემო“... შორს, საზღვრისკენ ოცნებას მიაქვს

ჩემი ფიქრები.

ალბათ ფხიზლობ და ვაჟკაცურად გინდა დაიცვა:

ეს განთიადი, საყვარელი შენი ოდები,

თუ ოცნებაში მეგობარის ფიქრი გაისმა...

და გაგონდები?


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ