კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 05:59

 

 

 

ჯერ მიანავლა კოცონი - მწველი,

მართლაც მეხანძრის საქმის "გაგებით",

შემდეგ ასევე გამოცდილ ხელით

შუბლზე დააგო ლიანდაგები.

ჩამოაფარა სახეს პირბადედ

ობობის ქსელი, ღაწვებს აფითრებს.

ფეხებს წაართვა შნო და სიმარდე,

ტანს სინარნარე და სინატიფე.

ო, ამ გრიმიორს თვალს ვერ შეასწრებ,

სხვადასხვა ნიღაბს ისე გიფერებს,

რომ ბოლოს ქვეყნის ავანსცენაზე

გამოფრატუნდეს თავად სიბერე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიკა ბარათაშვილი  • • •   მარიკა ბარათაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ