მომაგონდება: გაზაფხული და იმერეთი, იასამნებში ხუთფურცლიან გვირგვინს ვეძებდი. თუ ვიპოვიდი, ო, როგორი გულით ვხარობდი იმ გაზაფხულით, იმ ჯილდოთი, იმ სამყაროთი. "ნუთუ ვუყვარვარ?” (ვმკითხაობდი)... რა შეედრება იმ საოცარი "აღმოჩენის ბედნიერებას!” ...შორეულიდან წლები, წლები, წლები გასულა... აღარც მახსოვდა - მომაგონა ამ გაზაფხულმა, როდესაც ისევ, ჩვეულებრივ, დროის განგებით, კვლავაც აყვავდა ჩემს სარკმელთან იასამნები. საოცრებაა, მოგონებას რა შეუძლია! შვილთაშვილისთვის ყვავილს ვეძებ, - კვლავ ხუთფურცლიანს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიკა ბარათაშვილის პოეზია |