შენი მუსიკა ცეცხლით მთვრალია ქარის ფუგებით სულს განიბანდი. შენთან: სიცოცხლე, მზე, იტალია, მეფე, კავური და გარიბალდი. გლოვის ზარს ღამეს რომ არეკიებს და პოეტისთვის შესანდობელად ტირილით ტეხდი მაღალ რეკვიემს. მე შლეიფები გადამესია. ჩემი ვარდები ქაირს მიატანს სადაც აიდა, რადამესია. შენკენ მოჰქროდა ვნებით ცბიერი სპილოს ძვლის, ვერცხლის, ანდა ოქროდან გვირგვინს გინთებდა შენ ბარბიერი. ლომბარდიელნი თვლიდნენ იარებს და ტრუბადურთა საოცარ ხმებმა - ეს ქალაქები გადაიარეს. გადამთვარული და მოლიბრედო... მაშინ ცა იყო მაესტრო ვერდი და ეს ქვეყანა იყო ლიბრეტტო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |