ქარვის ფოთლები გამხდარა ვნებით, ტირილით წყდება ხის კენწეროებს, ისრულად ცაში, გრძელ ქარავნებით, გაუკრავთ გეზი მზისკენ წეროებს. ჭლექდება ღამე მთვარის ფარილში. უცხო მგზავრებთან ჩემი რა მიდის... მე რა ვიპოვე მათ პურ-მარილში? აზამთრულ მწუხრის ნისლურ ტევრებში? რად მეჩვენება მორფი ლანდური, ვით ორეული, მზის სატევრებში?! დაზედ უდესი დებში დობილი? ვესტის სატევრით გულგანგმირული მარჯნის კუბოში ხელდაჭდობილი! დნება სანთლებთან საკურთხევლები, ვენერაც სტირის სერენადებით, - ვეღარ შველიან მთვარეს მხევლები! შემოსს თოვლისფერ ქაფით რებული, მზე კი, ამაოდ მაქსოვს სიმღერებს - თეთრი სხივებით გაფითრებული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |