გადაელვისდა ღამე ფარნებით და ჰეტერების გუნდი ფრთხიალებს. ქუჩა ქიმერა - დიდ ვერჰარნებით, ტორტმანობს, მოჰქრის და მოხრიალებს. ავტო ტრამვაის მოკივის ბრაზით. არ მასვენებენ გასაწყვეტლები - ათას ხმაურით: სასტიკით, ნაზით! ვით არტემიდა შრიალა - ჩქარი, გადაგრევს ფიქრი ბარბაროსული, რომ ეს ძაღლია პრინცესას ქმარი! "სკრიპკა" მიკვნესის ცაში ფლეიტას. მკვდარ აკორდებად ცვივა კლავიში და ძველ ტირილებს ყველგან შეიტანს. დღეს ბეთჰოვენი პოეტს ასვენებს. გამოვალ გარეთ და თვალს მტვერიანს ვერლენის ლექსი ჩამოასველებს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |