კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:55

 

 

 

შენმა გენიამ ცრემლით მოგემა

სისხლნაკლულევან პარიზის ვნება.

შენი სამეფო იყო ბოჰემა

და შენთვის ქრისტე ციხეში ჩნდება.


ო, შენი სული წმინდა, მონაზე, -

დამძიმებული მრუში დღეებით...

ანთებდი მესსას ნორჩ მადონნაზე

ცოდვებით, ღვინით და კაფეებით!


იყავ მახინჯი და ღირსეულად

ლათინურ უბნის საკვირველება.

აგაყოლებდა დემონს სნეულად

მწვანე აბსენტით ტვინის სველება.


ერთ გაქანებით რემბოს შენებდი,

მაგრამ დაქვრივდი წყევა-გინებით.

და ნათრევალი მოისვენებდი

საავადმყოფოს თეთრ ლოგინებით.


ვით homo duplex იყავ ორსული.

იყო ვენერა, თხრობა, როზგები.

ნელა ქრებოდა დღე ავხორცული

და ხელს გიკრეფდა ხარბი როსკიპი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ