ნეტავ მომცა ახლა ფრთები არწივის, რომ გავთელო მე უსაზღვრო მანძილი, ჩემი სული მოშაირე არ წივის, სამიჯნურო დროს არ იცის მან ძილი! მოდი, გიცდი სიყვარულის მონა მე... ყველა ხარობს და ვიტანჯო რაღა მე?! - მჭკნარი გული ციურ ცრემლით მონამე. მოზეიმე სული იმით იამე... ერთი ნება მისთვის გავიოცებო, მზისა დარო - ვარდი შენ და ია მე!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |