გამიტყდა ძილი ვჭვრეტ ფიქრებს მწარეს, სასო მიხდილი ცრემლს ვაფრქვევ ცხარეს! მოველი მასა - და გულს ის მიკლავს რომ არ მცემს ხმასა. სულის მხიბლავო, - მითხარი ვინხარ შენ უხილავო! მაჩვენე სახე… ეგ გამსჭვირვალე ხელი შემახე. რომ ლოყებზე მდის თორემ ვიტანჯო ასე როდემდის?!! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |