რა ხანია, ჩემო ჩანგო, მასზე არ გიჟღერია!? რა ხანია, ჩემო თვალნო, მისთვის არ გიმზერია!? ხსოვნა არ დაგრჩენია!? სულო ჩემო, უთვისტომო მწარედ მოგიწყენია! მისწვდეს შენი სიმთ-ჟღერა!? არ გწადია გაყინულ გულს ესმას გრძნობის სიმღერა!?.. გეტყვი რას შესაფერსა!? დავდუმდები და დუმილით გიმღერ მე ყველაფერსა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |