კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 18 ოქტომბერი 2024 12:44

 

მთარგმნელი: შალვა კარმელი

 

პასკალს ყოველთვის სულს უშფოთებს უსაზღვროება.

- ო, უძიროა აქ ოცნება, სურვილი, ხმები.

მე მაცნობს შიშის საიდუმლოს ცის მყუდროება,

შავი შეგნების სიცივისგან შეშდება თმები.


ზევით, ძირს, ირგვლივ უფსკრულია ყველგან უძღები,

შემზარავ სივრცის მომწამვლელი საშიშროება.

ღამის სიზმრებში სიმახინჯით, ფერწაუცხები,

დგება კოშმარი და იზრდება ტანჯვის დროება.


მე დაძინების მეშინია, ვით შავი ხრამის,

სადაც ჩვენ ვილტვით და გვეხვევა წყვდიადი სქელი.

ყველა ფანჯრიდან სცქერს თვალები უსაზღვრო ჟამის,

შავი სიმძიმე თავს მაწვება ბედითი ბნელი.


მკვდარი ნირვანა ხშირად შემშურს წყეულ მხარეში,

- ო, რად განვედი მე შეგნების და რიცხვ გარეშე!


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ