შენი თვალები კუდიანის ჯადოს ჰფარავენ მათ გადმოხედვას ანგელოზი არ ეკარება მაშინებს ხალხში სხვანაირი შენი გარება პოეტს ჰგონია: რომ ყველაფერს შენ მოგპარავენ.
სადაც ბავშვივით დაგაძინებს ღამის მთქნარება. ტყე, მთა, ირმები, და ლაჟბვარდი თუ გეყვარება - მზად ვარ, ძვირფასო, აგიფოთლო ღმერთთან კარავი.
ვხედავ მთვარიდან გადმოეშვა ცის არტემიდა მიჰქრის მწევრებით სანადიროდ, როგორც გრიგალი.
დაგედევნება არტემიდას ერთგულ მწევრებად: - ჩემი სონეტი, ჩემი რონდო და მადრიგალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |