კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:36

 

 

 

სულო მისმინე: არ გაუშვა ფიქრთა სადავე.

ვიცი, შენ გქვია ჩემ სხეულის ხანმოკლე მდგმური...

მოგეხსენება, რომ თვისება გვქონდა ჩვენ ძმური

თუმც საეჭვოა - რად მოგწონდა ეს სისადავე.


შენთან დუელში მე ოცნება დიდხანს ვადავე.

შენ გაიმარჯვე. შენ მრავალში აღძარი შური.

მასკარადებში ბნელ ნიღაბად წაისვი მური

ვწუხვარ, ტოლობა შენთან ადრე რომ გავათავე!


კვლავ ბოდიშს ვიხდი უსათუოდ ჩემი ცხოვრებით.

ვერ განებივრე ლაჟვარდებით და საძოვრებით, -

რომელმაც ჩემში პოეზია უხვად დატიე...


შენ წახვალ მზესთან! ანდა სხვაგან! მე სისხლნაკლული,

მთვარის ეშაფოტს დავაწვები, როგორც დაკლული.

ახ! სულო ჩემო, დამიტირე და მაპატიე!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ