მზის გახურებულ ბრაზმა მიწა გარუჯა წვიდან. ცეცხლის მქრობელმა რაზმმა დაიგვიანა ციდან. აღარ დაუდგა ბოლო. მე შენ ჩაგცქერი შვებით, დამწვარ შირაზის ბროლო. ვით მომტანს ძვირფას ამბის. წვავდა ბაბილონ-ტიროსს და რუხ ეგვიპტეს კამბიზ. ჯალალ-ედინის რუმი, ჩვენთვის იქნება ნთება და მთვარეები ჩუმი. და თვით მშვენიერ გაფიზს და ხეიამას ერანს ჰკოცნის ღვთაება ქაფის. თრობას ჰაშიშით იშვენს… და ხან აკივლებს ქალებს ჭრელ ხალიჩაზე შიშველს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |