ჩვენთან მოსვლისას მეტყველებდი ვაზის ჯვრის მცველი, მაყვლის ფოთლები შენ გიწევდნენ სახლის ყავრობას; საკვირველია, - სარკინეთზე არმაზი მწველი - დასძლია მეფე მირიანის შენ წარმართობა.
გაცსა და გაიმს დაუკარგე დიდება ძველი. შენ ჩააქსოვე ჩვენს წარმართულ სულის სტავრობას ნაზი ლეგენდა, წინაპართა ცრემლებით სველი.
ალბათ, გწყალობდა მზე ბეთლემის, პორფირიანი, სვეტიცხოველში ლოცულობდა თვით მირიანი.
ბოდბის მონასტერს გაუშლიხარ ცისფერ იაში, ასე ახსოვხართ შენ საყვარელ ივერიაში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |