კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 19:08

 

 

 

ო, რომ იცოდე, ქალბატონო, ეგ სილამაზე,

რარიგ მაღელვებს დათალხული, ჟინამღვრეული,

არ ისურვებდი, წაგეკითხა ძველი რვეული,

არ მამღერებდი თავიდანვე ნოტებს გამმაზე.


ღამის ოთახში მიმიწვევდი ფარულ დრამაზე,

ძვირფას ალერსით ამანთებდი მკერდდარღვეული,

ტანის ჰაშიში დამათრობდა სუნდაფრქვეული,

გრძნობა მომგვრიდა ავზორცობას უცნობ დამაზე.


შენ გინდა მარად ჩემ წინაშე იმსახიობო,

ხან მომაჩვენო, ხან წამართვა ეგ ხვაშიადი,

მე მხოლოდ შენთან მაახლოებს დღეს სანთიობო.


მესმის, გვეძახის პაემანზე სქელი წყვდიადი…

ო, რა ჯანსაღად მოთენთილი, ვნებით ნალეში -

დავიძინებდი საუკუნოდ სიმხურვალეში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ