თქვენ ხართ ინფანტა ესკურიალის და მე აზიის ავი თავადი. გაკრთობთ ხმაური ქვები კრიალის და შორს ვერცხლივით ბრწყენს ირავადი. გახვალთ ეკვატორს, ახალ რადიუსს. და ჰაშიშებით ყოველთვის ელით - სიზმრებს უხილავს და მარადიულს. ტეხავს ინდუსი უვალ სავანნებს. ყვითელ პალმებში ღია პერანგით მე დედოფალი დღეს დამავანებს. ბუდდა გადადის მშვიდ მლოცველებში და ბედუინი აქ გამალებით სირაქლემებზე მიჰქრის ველებში. გამბანს ცოდვისგან ტალღები განგის. აქ მზეებია და დემავენდი და სხვა ქვეყნები ღვთაებრივ ბანგის! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |