ვარ მოქალაქე მე არამზადა. უარვყოფ კანონს დღეს გამძაფრებით. ბოროტ ცხოვრებამ ისე მამზადა, რომ საწამლავი მესვა ძაბრებით. რომ ყველაფერზე აიღო ხელი. ქაოსი მაინც არ დალაგდება და ზეკაცისთვის ვიწროა ხვრელი. სული გაექცა სალოცავს წყრომით. და პოეზიის მცდარი მხლებელი საფრენ ტოგაში ვერთობი რომით. აღარ გაჰყვება მიწას ხსოვნებად. ვიყო გათრობილ წუთის ბატონი, დღეს მწამს უდიდეს სიამოვნებად. ცივ ნირვანაში მუცლის მგდებელი... და მე ფოსფორის განათებებით - ვკივი ყველაფრის დამმონებელი. და მოგრიალე ცის კაბადონი. სამეფო ეტლით მარად ვიარდი, მე - ბრაზიანი ასარგადონი. ჭლექით, ლუესით შეირყა ტვინი. ღვინით მოვკალი ნევრასტენია და გადვიქანე ცოდვების ტინი. გვამს დასაფანტად გრიგალი შებერს. მაგრამ მანამდი, დემონის ფრთებზე... დავატრიალებ ქვეყანას ბებერს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |