კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 19:13

 

 

 

როცა მოკვდება მზის სიმღერის ცეცხლის ტონები 

და ქუჩაბანდი ატირდება ღამის ტრაურით,

მე ქალაქისკენ დავეშვები ჩუმი ხმაურით, -

თუმც მანათებენ გასაცემად ელექტრონები.

ხავერდის ქალი, საკრამანგით ოქრომქონები,

ჩაივლის ხალხში, თან ღიმილი შვენის ლაურის,

მიჰყივის ქუჩა ვნებიანი ქათინაურით,

ყვითელ სახლების შესცქერიან მას პატრონები.

თითქოს არისო სალომეა იროდიადის,

განკვართულ ტანით დამდაფნელი გრძნობის ზვიადის,

შვიდზე წრულ ცეკვით რომ ატკბობდა ტეტრარქ იროდის.

მანთებდა ღაზო სიყვარულის სხივთა თარეშით.

არ ვიცი, სული სონეტებში სანამ სტიროდა, -

ლამაზ ბანოვანს კი ჰკოცნიდა ღამე კაფეში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ