კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 19:24

 

 

 

ხალიჩა, ტახტი და მუთაქები.

მეწყება შენზე რითმის თარეში,

მაშრიყის ღამე, ღამე ნაქები,

როცა ბანაობს ცა სიმთვარეში.

ჰფანტავ ასული მწველ ათინათებს.

გეტყვი: ახ, ასე დიდხანს გამყოფა...

შეხერაზადე ზღაპრებს მინათებს,

ეს ღამე ყველგან ზღაპრად გამყვება.

ეცემა მეჩეთს ვარსკვლავთ წვეთები,

რომ რამაზანში ჰაშიში მოდვას.

და ეზიარენ მინარეთები

შენი ზღაპრების უნაზეს ცოდვას.

ამ ძვირფას ქვების დამფანტ აზიას,

აყვავილებულ ხალიფის ალმებს

და მეფისქალზე ამ ფანტაზიას, -

მე ოაზებში ვუამბობ პალმებს!

იქ ბედუინი ცხელ ქარავანით

შეუცდის მტვრიან სამუმის გავლას.

ლეილას ზღაპარს მთვარის თავანით

ის გაიტაცებს, ვით ძვირფას დავლას!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ