თვალები, შენი მთვრალი თვალები, - მზის მაყვალები მწვავედ ბნელია! ულმობელია ვით მტარვალები, მრუშად მთვრალები როცა მელიან.
მკერდის კვალებით გადამარბია. შუბათ წარბია და ცხელ რკალებით ყრუ გრიგალები სულში გარბიან.
და ტრამალებთან სანგრებში წოლას; მაგრამ ეს ბრძოლა საშიშ თვალებთან, - დამავალებდა უცნაურ ძრწოლას.
დავახლი ტყვიას მაცდურ ჩვენებას. ველთა შვენებას მივყობი ტყიანს: - დავეძებ გვიანს მე განსვენებას!
არც საყდარები, არც ქროლა ტრედის. ულმობელ ბედის ქრიან ქარები, იანვარები ჩემს სულში შედის!
შენი თვალები, მე სადაც მწვავდა ეშაფოტს ჰგავდა ნამტრი ალებით და ტრფიალებით თანდათან მკლავდა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |