კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:59

 

 

 

ნურვინ მეკარებით, ნურვინ მიმედებით,

არ მსურს ქალაქები მსდევდეს ბაიბურად.

გავალ უდაბნოში დაჭრილ იმედებით,

სადაც ლაჟვარდები მტვერით დაიბურა.


ჩემი მოსასხამი მძლავრი ფრთიანია

და ჩემს გადაფრენას ქარი მიანება.

მაგრამ ღამეებში ფრენა გვიანია -

ასე საშიშია გადაგვიანება.


მივქრი დავიწყებით, გული გავაცივე,

ღმერთებს მომაგონებს ზარი ნაშაბათი.

ყველა შევიძულე, ყველა გავაძევე.

დამრჩა სანბენიტო, მთვარის ეშაფოტი.


მაგრამ სიკვდილის წინ თავის ტრფიალებით

ისეთს დავიკივლებ ხმათა მომეტებით, -

რომ ეს დედამიწა გადატრიალებით -

ცეცხლის ბრილიანტად გასკდეს კომეტებით!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ