დავკარგე გვარი, შევამცირე მისი გაისი; და ცრუ სახელად ავირჩია კარმელი ძვირი. აჰ, ალბათ, ვინმეს ვეგონები უდაბნოს მწირი. სხვა უდაბნოა საქართველო და ქუთაისი.
მაგრამ ინფანტას ბრმა თვალებზე მე უფრო ვტირი. გადიფრენს ქარი მკვდარ ქვეყნებზე ლანდებით ხშირით. ჩემთან ლოცვებში მწირ მოლოზნად მოვა თაისი.
რომ გავადევნო პოეზიას ყველა მიზნები. მე, მას, კარმელი, ვით მონასტერს შევეხიზნები.
ვიცი: უთუოდ საამაყო მაქვს რეფლექსებში: მდიდარი რითმა რომ გავმართე ქართულ ლექსებში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |