ლამაზ ქალივით შემიყვარდა სონეტის ფორმა. მოშვილდულ რკალში ოქროთვალით მეტად კარგია. მეფურ ჯირითის ქამანდები ჩვენ ვიცით ორმა და მონადირეს ტყეში თავი არ დამკარგვია.
ქარვის მეფისქალს მაძმობილა ცრემლების თქორმა. მწველ სიმღერებში რაც პოეტურ სულის თარგია, - ყველას საცქერად აიტაცა ლაჟვარდში ქორმა.
ვდარაჯობ სიტყვებს: მეფე, მონა და მაძებარი. არის რითმები ქალწულივით: მკრთალი, მგზნებარი.
ვრცელ ხალიჩაზე ცისარტყელა, ქნარი, დაფინე, - დიანას ფეხთა საროკავად მე დავაფინე! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |