ის ბოგანოა, ხვალ შემოივლის და გამაგონებს მწუხარ არიას, იმის ღიმილი - დილა ზაფხულის ქუჩების ვნებით გადამწვრია.
უკრავს და სადღაც გაიყურება! ვერ მიუხვდები: მთებმა მოხიბლეს, თუ ლაჟვარდების უცნაურობამ!!!
თითქმის თვალები მიწას დაადნო, იმან არ იცის სევდა შიმშილით, ის ყინულია, ცივი უდაბნო.
თუმცა მინდვრები “ძილისგულს” სთხოვენ, ის ხანა ანთია მაშხალასავით და ხან ბინდივით ელის ბეთხოვენს.
სადაც უყვარდა ტანწვრილი გოგო, უყვარდა: იმის მორცხვი ღიმილი და მერე როგორ! ოჰ მერე როგორ!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |