გზით დაგასვენეს სამრეკლოს ჩრდილში, ზარების ზარი ძლივსღა გაგიშვებს. ლაფებზე ვიღაც გაივლის დილით და წაიკითხავს ჩვენზე აფიშებს. მაგრამ ზეჰანი სტრიქონს დაასწრებს. ორი შეშლილი ხვალ დაიწვება. საწყლები თურმე მიწას გადასცდნენ. უკან ქარბუქი მიჰყვება ნელა. მოდი, მივხედოთ, თუნდა დროებით. სხვა არა იყოს, გზებზედაც ბნელა. შენ შემიბრალებ, ძმაო ქარბუქო, ძვლებს ძირს გადაყრი, გულს დაიტოვებ, რომ სვლა როგორმე შემიმსუბუქო. რა ვქნა, პოეტმა ამოგიჩემა. იქ სად შევხვდებით მიწას ან თიხნარს, სამყაროები შორს, შორს დაგვრჩება. ჩვენ დაგვიწყებენ ძებნას სივრცეში, მიწიდან ვიღაც აჰყვირებს გზნებით: ისინი მოჰყვნენ დიდ განსაცდელში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |