კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 03:01

 

 

 

ჩემო მდინარევ, დამხვდი ბალღივით,

მე კი გესტუმრე გზების ავყია.

ჩემი მკლავურით შლილი ტალღები

შენს მდიდარ ჭავლზე ეხლაც აწყვია.

ეს ნაპირები როდისღა მცნობენ,

მეც ვეღარ ვამჩნევ სიყრმის ალაგებს,

შევყურებ ზვირთებს გაოცებული,

ვით ბრუტსაბძელას შეშლილ სარანგებს.

ლოდებს ხავსის ქვეშ შექვავებიან,

ნეტარ ბავშვობის ტანტარა წლები,

ჩემი ლექსებიც აქ ჩაქრებიან,

როგორც გარეჯის ხელნაწერები.

შურთხის ფრთებს ჰგევხარ, ჩემო ლიახვო.

ნეტავ ამ ფრთებზე მომეკლა თავი,

რომ შენს ჩანჩქერებს ჩემს ძვლების ოჩხში

ემღერა სევდა დაუღალავი,

ან აელოკა გული ნაკადულს...

სანთლების შუქზე ეფიქრა ცხედარს,

რომ ჩემი გვამი ხელის კანკალით

გორიჯვრის ძირში ჩაეფლა დედას.

საღამო მოდის. ნისლის ზედაშეს

სვამენ და დაისს მთები კენკავენ.

ჩემო ლიახვო, ალბათ მე და შენ

საქართველოდან გამოგვრეკავენ.

რა ვუყოთ მერე, ვიღაცა მგზავრი

გაჰყვება სტვენით გზნების მოლაღურს,

და შეადარებს გაკმენდილ ზარებს

მწყემსის უბეში მოკლულ სალამურს.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ნიკო სამადაშვილი  • • •   ნიკო სამადაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ