გათხრილ საფლავთან მესაფლავე გაისეირნებს, ბედუზრუნველი, მუხანათი, წირპლების რული, კაცი, რომელიც უცქეროდა ქვეყნის სეირებს, როგორც ჭინჭარი, როგორც ძეძვი, როგორც ველური.
ნიშა ხარები დაფრთხებიან მონასტრის ზევით. ქანდაკებები ნაძვებიდან დაიყვირებენ და კრუხებივით დაფრთხებიან ციდან მზეები.
უკვდავებაა, სიცოცხლეზედ რომ ისეირებს... და მესაფლავე მახინჯ მხარზე ბარგადებული სასაფლაოზედ პურის ჭამით გაისეირნებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნიკო სამადაშვილის პოეზია |