კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:35

 

 

 

მზე ანათებდა და საოცრად წვიმდა მიწაზე,

თითქოს ჰაერში ჩამოკიდულს დედამიწის ბურთს

ყოველი მხრიდან რეცხდნენ ლაღი მეხანძრეები...

შემდეგ გადიღო

და ქუჩაში

მე და მზე დავრჩით

და გაწუწული მწვანე ხეები.

როგორც თივის ვეება ზვინი,

მე სიხარული მომქონდა მხრებით.

ვერ ეტეოდა ქუჩაში იგი,

ედებოდა ხეებს და სახლებს

და ყველაფერს

აფერადებდა...

და, ჰა, შენს სახლთან

მოვსულვარ კიდეც.

ხედავ? გამოდის ქუჩაში ხალხი

და უღიმის ყველა ერთმანეთს,

თითქოს ახდაო

გულკეთილი კაცის სიზმრები.

აღებენ ფანჯრებს...

ისმის ხმაური გოგო-ბიჭების

და ნიავი საამოა და გრილი ისე,

თითქოს დამწვარზე

დედაჩემი

სულს მიბერავდეს.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ