კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:09

 

 

 

შენი ფანჯრიდან

კარუსელი

მოჩანს გორაზე,

ნელა ტრიალებს

მხიარული

დოლაბი ჭრელი.

აქედან მკრთალად კაბებსაც არჩევ

ფერად-ფერადს

და მოფრიალეს

და თუ კარგად დააკვირდები,

იქნებ ისიც კი შეამჩნიო,

მუყაოს ცხენზე ამხედრებული

იღიმება

ბავშვივით

კაცი.

მაგრამ შორია, ვერ დაინახავ,

რომ კაცს

დაღლილი

ცრემლი აქვს

თვალზე.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ