კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 11:16

 

 

 

მოირბინა პაწაწინა ბაჭიამ...

იასამანს დაუსკუპდა წინ.

ისე მოსწონს ბუჩქი ყვავილოვანი,

აღარ უნდა, რომ წავიდეს შინ...

შინ კი დედა ელოდება საწყალი 

წუხს, რომ სადღაც მოუკლავენ შვილს,

ოღონდ ნახოს, არც კი ეტყვის საყვედურს,

ტკბილებს აჭმევს, სტაფილოს და ხილს...

ზის ბაჭია ბუჩქთან აყვავებულთან

ღმერთი ჰფარავს სილამაზის წინ...

მშვიდად, დედავ, მალე დაგიბრუნდება

და გრილ სურნელს მოიყოლებს შინ.


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ