კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:57

 

 

 

პოეტს რად გინდა კარგი ცხოვრება -

ფარჩა, ატლასი, სასახლე დიდი...

უნდა გყოფნიდეს მზის ოქრო მშვიდი,

ქარის ქარობა, მთვარის მთოვრება...

უნდა მარტივი გქონდეს მოძღვრება -

ჩაიცვი ფლასი, გაბედე, მიდი!

არ გქონდეს ჭირის შიში და რიდი

და თავიც ნუღარ გემახსოვრება...

შენ პოეტი ხარ! უნდა გციოდეს,

უნდა გწყუროდეს, უნდა გშიოდეს...

ერთიც არ დაგცდეს ბედის ჩივილი,

პირზე ნათელი გადაგდიოდეს,

შეკრიბო ქვეყნის ყველა ტკივილი

და იმ ტკივილით გული გტკიოდეს...


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ