მთლად უცნაურზე უცნაური წყურვილით ვიწვი და წუთით რაა - არ მშორდება ოცნება მზეზე… მე გეუბნები: ლამაზი ხართ შენცა და მიწაც, მაგრამ სულ სხვაგვარ სილამაზეს სივრცეში ვეძებ. და რატომღაც მეძახი მოცლილს, რომ თითქოს ავყევ სიზმარსა და უმიზნო ზღაპარს… მე ხელებს მოგხვევ, გაგაჩუმებ, გკოცნი და გკოცნი და გპირდები, რომ ჩამოგიტან ნისლისფერ კაბას. გსურს დააცხრა ფრთები სურვილებს, მე არხეინად ვაბოლებ და... გაცვივა ფერფლი... გულმკერდზე ცეცხლად მაწევს შენი თმების სურნელი და მთელი გულით, მთელი სულით, უსაზღვროდ გეტრფი. მეწევი ქვემოთ, არც გსურს გაიგო - თუ რად ვეტრფი ზეციურ გვირგვინს და აჰა, ვრჩები, მაგ ბაგეთა მაბრუებს გემო და ყველაფერი, ყველაფერი ირევა ირგვლივ. კიდეც ვშორდებით, ვერც ვშორდებით, და ვართ ამგვარად… ზეცაზე ფიქრიც, შენზე ფიქრიც აღარ მასვენებს და თვით ფიქრებიც დაანგრია დღეთა დგანდგარმა. დავალ, ვოცნებობ, - ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზეზე… და გწყინს, რომ თითქოს მავიწყდებით შენცა და მიწაც, და გწყინს, რომ თითქოს განშორების მიზეზებს ვეძებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ნარსიას პოეზია |